დე ლიხტმა ბაიერნი აირჩია - ჩელსი ნათან აკეზე გადაერთო და ტრანსფერთან ახლოსაა
Aa
Aa

დე ლიხტმა ბაიერნი აირჩია - ჩელსი ნათან აკეზე გადაერთო და ტრანსფერთან ახლოსაა

„იუვენტუსის“ ნიდერლანდელი ფეხბურთელი, მატიას დე ლიხტი უდიდესი ალბათობით, კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს. „ბიანკონერის“ უკანახაზელმა „ჩელსის“ უარი შეუთვალა და ახლა, მთლიანად „რეკორდმაისტერზეა“ ორიენტირებული.

მიუნხენელებს დე ლიხტთან სისტემატური კონტაქტი აქვთ. „ბაიერნი“ წინადადებას ამზადებს და გეგმავს, „ბებერ ქალბატონს“ 75 მილიონ ევროს პლუს 10-15 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები შესთავაზოს. ნიდერლანდელი „ბაიერნში“ გადასვლის პერსპექტივით მოხიბლულია და უპირატესობას გერმანულ კლუბს ანიჭებს.

ცნობილი ჟურნალისტის, ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, ჰასან სალიჰამიჯიჩს დე ლიხტთან დიალოგი ჰქონდა და მისგან ტრანსფერზე თანხმობა მიიღო. ნიდერლანდელს „ბაიერნის“ საფეხბურთო პროექტი მოსწონს და იულიან ნაგელსმანთან მუშაობა სურს. მიუხედავად ამისა, პლატენბერგი დასძენს, რომ ტრანსფერის გაჩარხვა მარტივი არ იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, დე ლიხტის გადაბირება „ჩელსისაც“ სურდა, თუმცა „არისტოკრატები“ ალტერნატიულ ვარიანტზე გადაერთნენ. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, „ლურჯები“ ნათან აკეს უმიზნებენ და ტრანსფერის დახურვასთან ძალიან ახლოს არიან. ლონდონელებმა „სიტისთან“ შეთანხმებას მიაღწიეს და ყველაფერი უახლოეს საათებში უნდა გაოფიციალურდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩისშემდგომი პრესკონფერენციიდან: ,,მეორე მატჩი ღირსების თამაში უნდა იყოს
მატჩისშემდგომი პრესკონფერენციიდან: ,,მეორე მატჩი ღირსების თამაში უნდა იყოს"