დინამო თბილისი, გიორგი ჭიაბრიშვილი
Aa
Aa

მატჩისშემდგომი პრესკონფერენციიდან: ,,მეორე მატჩი ღირსების თამაში უნდა იყოს"

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, დინამო თბილისმა საშინაო მატჩი ესტონური პაიდეს წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით - 2-3 დამარცხდა. მატჩის მიმდინარეობისას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის წინააღმდეგ პაიდემ წონასწორობა ორჯერ აღადგინა, გამარჯვების გოლი კი 89-ე წუთზე გაიტანა.

კარელ ვოოლაიდი (პაიდეს მთავარი მწვრთნელი)

,,თავდაპირველად, დინამო თბილისი დომინირებდა, თუმცა შემდეგ ჩვენი თამაში ვიპოვეთ. არ ვფიქრობ, რომ ამ ანგარიშმა ყველაფერი გადაწყვიტა, რადგან მეორე მატჩი ესტონეთშია სათამაშო.

დაპირისპირება იმ დონის და იმ სცენარის იყო, როგორსაც ველოდით".

გიორგი ჭიაბრიშვილი (დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი)

,,ჩემი მხრიდან თამაშის შეფასებას აზრი არ აქვს. გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი.

განმეორებითი მატჩი ღირსების თამაში უნდა იყოს. ამ შემადგენლობით დინამო თბილისს შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია. რაც აქ დავთმეთ, განმეორებით შეხვედრაში უკან უნდა დავაბრუნოთ. პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და გავიაზროთ, რომ დინამო თბილისი ასე არ უნდა გამოიყურებოდეს და ანგარიშს ასე არ უნდა თმობდეს.

მეტოქემ კი არ გაიმარჯვა, ჩვენ დავმარცხდით. სიძლიერით ვჯობდით, მაგრამ პრობლემა ხასიათშია. მთავარი ისაა, რაც 90 წუთის შემდეგაა ტაბლოზე".


დინამო თბილისის მეტოქე 2004 წელს დაარსდა, უმაღლეს ლიგაში 2009 წლიდან თამაშობს და ამ დრომდე რანგით დაბალ ლიგაში არასოდეს დაქვეითებულა. არსებობის 18-წლიან ისტორიაში გუნდმა მხოლოდ 1 ტიტულის მოპოვება შეძლო - ეს ესტონეთის თასია, რომელსაც სწორედ გასულ სეზონში დაეუფლა (21/22) და რითაც ევროტურნირების საგზური მოიპოვა.

გუნდების განმეორებითი მატჩი 14 ივლისს, ესტონეთში შედგება და თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ცნობილია