თბილისის დინამო
Aa
Aa

კონფერენს ლიგა: დინამო შინ ესტონურ პაიდესთან დამარცხდა

კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე თბილისის „დინამომ“ ესტონურ „პაიდეს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

შეხვედრა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის უპირატესობით დაიწყო და ეს სტატისტიკაშიც აისახა. ტაბლოზე კი სხვაობა 22-ე წუთზე დავით სხირტლაძის გოლის შემდეგ ვიხილეთ.

თითქოს ამ გოლის შემდეგ, „დინამოს“ უპირატესობა უნდა გაეზარდა და ეს ანგარიშშიც უნდა ასახულიყო, თუმცა მეორე ტაიმში 61-ე წუთზე ბენიომ დაცვაში უხეში შეცდომა დაუშვა, ბურთი ვერ მოიგერია და მეტოქეს ჩააბარა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით პრიეტოს აუღებელი დაურტყა - 1:1

უნდა ითქვას, რომ ამ გოლმა „დინამო“ არ დააბნია და ჭიაბრიშვილის გუნდმა 66-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ, დაწინაურება კვლავ მოახერხა. ლევან ხარაბაძემ უძლიერესი დარტყმით თბილისელები წინ გაიყვანა - 2:1.

ამის შემდეგ, ისევ იგივე მოხდა - „დინამომ“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მატჩის გაკონტროლება ვერ შეძლო. საპასუხოდ 81-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრეს. კუთხურის შემდეგ გადმოვარდნილი ბურთი ესტონელებმა ჭკვიანურად გაითამაშეს, მასპინძელთა დაცვა ამჯერადაც ჩავარდა და ორსვლიანი კომბინაციის შედეგად - 2:2.

89-ე წუთზე მოხდა ის, რასაც მატჩის დაწყებამდე ცოტა თუ ელოდა - „პაიდემ“ დაწინაურება შეძლო. სტანდარტულის შემდეგ, საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რის შედეგადაც სტუმრებმა ისარგებლეს და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 2:3.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 14 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგა: საბურთალო გორში პარტიზანთან დამარცხდა
კონფერენს ლიგა: საბურთალო გორში პარტიზანთან დამარცხდა