ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

5 რამ, რაც მის შესახებ არ იცოდით - Calciomercato კვარაცხელიაზე წერს

ცნობილ იტალიურ გამოცემას, Calciomercato-ს აქვს რუბრიკა, რომლითაც თავის მკითხველს ფეხბურთელებს აცნობს და მათზე 5 უცნობ ფაქტს უზიარებს. ამჯერად, Calciomercato-ს რჩეული ხვიჩა კვარაცხელია გახდა და ავტორი „ნაპოლის“ ახალწვეულზე გველაპარაკა.

პირველი

„კვარაცხელია თბილისიდანაა. მამამისი, ბადრი ფეხბურთელი იყო და აზერბაიჯანსა და აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდში თამაშობდა. ხვიჩამ გადაწყვიტა, მისთვის არ მიებაძა და საქართველოს ნაკრებში ეასპარეზა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვილი სანიოლია“.

მეორე

„გამომდინარე იქიდან, რომ მისი გვარის წარმოთქმა ძალიან ძნელია, თუ რა თქმა უნდა მას არ იცნობთ, და თან გრძელიცაა, შეგიძლიათ, ისე მოიქცეთ, როგორც საქართველოში იქცევიან და შემოკლებით კვარა დაუძახოთ. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია მემარჯვენეა, მისმა თანაგუნდელმა, ზურიკო დავითაშვილმა მას „ქართველი მესი“ უწოდა, ხოლო აურელიო დე ლაურენტისი „ძიძის“ ეძახის“.

მესამე

„ყაზანის რუბინი მან რუსეთ-უკრაინას შორის დაწყებული ომის გამო დატოვა. შექმნილმა მდგომარეობამ აიძულა, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო და დინამო ბათუმთან შეთანხმებას მიაღწია“.

მეოთხე

„გარდა იმისა, რომ ძალიან ნიჭიერი გარემარბია, ხვიჩა კალათბურთსაც კარგად თამაშობს. სოციალურ ქსელებში არის ვიდეოები, რომლებზეც ასახულია, ხვიჩა საჯარიმოებს, სამქულიან ბომბებსა და შორეულ სროლებს როგორ აგდებს. იგი სტეფ კარის დიდი გულშემატკივარია და ეცდება, მეტოქის კარისკენ განხორციელებული დარტყმებისას მისნაირი სიზუსტე გამოიჩინოს“.

მეხუთე

„ნაპოლიზე საუბრისას კვარამ განაცხადა: „სპალეტის ვესაუბრე, მან მითხრა, რომ ჩემთან მუშაობა სურდა და მასთან თანამშრომლობით მეც დაინტერესებული ვიყავი. ნაპოლიში სწორედ მასთან საუბრის შემდეგ გადავედი. მან ბევრი რამ ამიხსნა და სერია A-სთვის მომამზადა. ეს დიდი ნახტომია და ჩემი აზრით, ამისთვის მზად ვარ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გასვლითი მატჩი რთული იქნება, კარგად არ გვითამაშია
„გასვლითი მატჩი რთული იქნება, კარგად არ გვითამაშია" - კაშია დინამო ბათუმთან შეხვედრაზე