ვლადიმირ ვაისი, ბათუმის დინამო, სლოვანი
Aa
Aa

"ფიზიკურ მომზადებაში ბათუმი უკეთესი იყო" - ვაისის კომენტარი მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ბათუმის „დინამომ“ ბრატისლავაში „სლოვანის“ წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 0:0 ითამაშა და განმეორებითი შეხვედრის წინ, საქართველოში ოპტიმისტური განწყობით ბრუნდებიან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „სლოვანის“ მთავარმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ვაისმა?

„თამაშის შედეგი იმედგამაცრუებელია და გული მწყდება, თუმცა მე მაქვს თასის მატჩების გამოცდილება, სადაც პირველ შეხვედრებში 0:0 ვითამაშეთ და შემდეგ სასურველ შედეგს მივაღწიეთ.

ვიცოდით, რომ ბათუმელები სწრაფები, ძლიერები და ტაქტიკურად კარგად მომზადებულები იქნებოდნენ. როდესაც ასეთ გუნდს უპირისპირდები, ბოძებული შანსები უნდა გამოიყენო. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დაამარცხებ. თანამედროვე ფეხბურთში ფიზიკური მომზადება ყველაზე მნიშვნელოვანია და დღეს „დინამო“ ამ კომპონენტში უკეთესი იყო.“

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი ბათუმში 13 ივლისს შედგება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები უკვე თითქმის სრულად არის გაყიდული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლოვაკური მედია:
სლოვაკური მედია: "სლოვანმა საკუთარი ძალები ვერ დაამტკიცა"