კამავინგა, ნიკოლ კიდმანი და კიმ კარდაშიანი დემნა გვასალიას სამოსში
პარიზის მოდის კვირეულზე ბალენსიაგას სახლში ჩვენება შედგა, რომელზეც ბევრი ცნობილი სახე ვიხილეთ, მათ შორის მოულოდნელობა მადრიდის „რეალის“ ფრანგი ნახევარმცველის ედუარდო კამავინგას გამოჩენა იყო.
ბალენსიაგას სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელის დემნა გვასალიას სამოსში გამოწყობილი კამავინგას კადრებმა ინტერნეტსივრცე უკვე მოიცვა.
Eduardo Camavinga devient le premier footballeur à défiler pour Balenciaga. ????️????
— Instant Foot ⚽️ (@lnstantFoot) July 6, 2022
La pépite a défilé aux côtés de Nicole Kidman et de Kim Kardashian pour la nouvelle collection de Balenciaga, lors du deuxième défilé du styliste Demna Gvasalia pour la maison de couture française. ✨ pic.twitter.com/mUy8l3FVhr
ჰექტორ ბელერინის შემდეგ, კამავინგა მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელიც მოდების ჩვენებაზე ვიხილეთ. ბელერინი 2019 წელს ლუის ვიტონის ჩვენებაზე გამოჩნდა.
ედუარდო კამავინგა თავისი გემოვნებიანი ჩაცმულობით ცნობილი მალევე გახდა.
აღსანიშნავია, რომ ბალენსიაგას მოდის კვირეულზე კამავინგასთან ერთად ისეთი სახეებიც გამოჩნდნენ როგორებიც ნიკოლ კიდმანი და კიმ კარდაშიანი არიან.
View this post on Instagram