ლივერპული, დორტმუნდი, აინტრახტი, მარიო გიოტცე
Aa
Aa

გიოტცე: "დორტმუნდში დაბრუნებას ვნანობ, ლივერპულში უნდა წავსულიყავი"

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მარიო გიოტცე ფრანკფურტის „აინტრახტს“ შეუერთდა. გერმანელი ფეხბურთელის კარიერა ისე არ წარიმართა, როგორც ამას გულშემატკივრები ელოდებოდნენ. მიუნხენის „ბაიერნიდან“ წასვლის შემდეგ მარიო თითქოს გაქრა.

30 წლის შემტევმა თავისი კარიერის ერთ-ერთ მომენტზე გერმანულ გამოცემა BILD-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ არის რაღაცები, რასაც ნანობს.

გიოტცე:

„როდესაც კლოპი „ლივერპულში“ მივიდა, პირველი სეზონი გუნდმა მერვე ადგილზე დაასრულა და ევრო ტურნირებზე ვერ გავიდა. „დორტმუნდმა“ კი მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. იურგენი „ლივერპულში“ გადასვლას მთავაზობდა, თუმცა ისევ „დორტმუნდი“ ავირჩიე და ახლა ამას ვნანობ. „ლივერპულში“ გადასვლა უკეთესი იქნებოდა.“

გეტყვით, რომ გერმანელი ფეხბურთელი 2015/2016 წლების სეზონზე საუბრობს. აღნიშნული სეზონის დასრულების შემდეგ, მარიომ „ბაიერნის“ დატოვება გადაწყვიტა და კვლავ „დორტმუნდის ბორუსიაში“ დაბრუნდა, საიდანაც 4 წლის შემდეგ პსვ-ში გადაბარგდა.

შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტის „აინტრახტმა“ გასულ სეზონში ევროპის ლიგა მოიგო და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ასევე გეტყვით, გიოტცეს გადაბირებით „მილანი“ ინტერესდებოდა, მაგრამ ფეხბურთელმა სამშობლოში დაბრუნება არჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტის 5 ყველაზე უცნაური პუნქტი, რაც ფეხბურთის ისტორიაში გაფორმებულა
კონტრაქტის 5 ყველაზე უცნაური პუნქტი, რაც ფეხბურთის ისტორიაში გაფორმებულა