გიორგი ქინქლაძე
Aa
Aa

გიორგი ქინქლაძე 49 წლის გახდა - სიტის „ქინქის" დაბადების დღე არ დავიწყებია

„მანჩესტერ სიტიმ“ ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი ქინქლაძეს დაბადების დღე მიულოცა. „ქალაქელებმა“ სოციალურ ქსელებში პოსტები გამოაქვეყნეს და „ქინქის“ 49 წლის იუბილე უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ.

„სიტის“ გარდა, ქინქლაძეს დაბადების დღე „ქალაქელთა“ გულშემატკივრებმა და ცნობილმა საფეხბურთო გვერდებმაც მიულოცეს. ერთ-ერთი When Football Was Better-ი გახლდათ და მან მილოცვას „ქინქის“ მიერ „საუთჰემპტონის“ კარში გატანილი გოლის ამსახველი ვიდეო დაურთო.

შეგახსენებთ, რომ ქინქლაძე „სიტის“ რიგებში 1995-დან 1998 წლამდე თამაშობდა. ქართველმა ფეხბურთელმა „ქალაქელთა“ მაისურით 60 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 6 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა. ცოტა ხნის წინ, გიორგის შესახებ მარკ ჰოუნმა ისაუბრა და საინტერესო ისტორიაც გაიხსენა:

„მახსოვს, სიტის ვეთამაშებოდით და პირველ შეხვედრაში ქალაქელები 4:1 გვყავდა დამარცხებული. ჩვენი გუნდი 4-4-2 ტაქტიკას იყენებდა და მე და ტერი ფლემინგი ცენტრალური ნახევარმცველების პოზიციაზე ვასპარეზობდით. მე და ტერი შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებში ვიყავით. შეგვეძლო, გაუჩერებლად გვერბინა, შანსები შეგვექმნა, მეტოქეებთან გვებრძოლა და მათთვის პრობლემები შეგვექმნა.

მოკლედ, ამ ყველაფრის მიუხედავად, გიორგი ქინქლაძეს ვერც კი მივუახლოვდით. 20 წუთის შემდეგ, ტერის შევხედე და ვერაფერი ვუთხარი, რადგან ქინქლაძის გამო, სუნთქვა მიჭირდა. მე და ტერი მატჩებისას ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე და ერთმანეთს ვეკითხებოდით: „რა ხდება, საქმე როგორ მიდის?“ ის შეხვედრა გამონაკლისი იყო და ტერიც ჩემნაირ მდგომარეობაში გახლდათ. ის ჩემზე უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში იყო და ბევრად სწრაფი გახლდათ, მაგრამ ქინქლაძესთან ახლოსაც ვერ მივედით. იმ მომენტზე დღემდე ვსაუბრობთ და ერთმანეთს ვეუბნებით, რომ ქინქლაძეს 20 წუთის განმავლობაში დავსდევდით და მასთან ახლოსაც ვერ მივედით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია თოფურია: „ვიღაცამ რამე რომ მითხრას, წონითი დივიზიონი სულერთი იქნება“
ილია თოფურია: „ვიღაცამ რამე რომ მითხრას, წონითი დივიზიონი სულერთი იქნება“