ტომას პარტეი
Aa
Aa

დამნაშავე ტომას პარტეია? ახალი ინფორმაცია დაპატიმრებულ ფეხბურთელზე

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, პრემიერ ლიგის ფეხბურთელი, ვისი ვინაობაც გამოძიების ინტერესების გამო, არ ხმაურდება, დაპატიმრებულია და გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. Daily Mail-ის მიხედვით, სამართალდამცველებმა იგი გუშინ, დილის 3 საათზე, ჩრდილოეთ ლონდონში დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

The Sun-ის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელის დაკითხვა 15 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და იგი ივნისში მომხდარ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაზარალებულმა სარჩელი 4 ივლისს შეიტანა და ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა პრემიერ ლიგის კლუბები გააფრთხილეს და განვითარებული მოვლენების შესახებ აუწყეს. საქმე ისაა, რომ ინგლისური კლუბები უახლოეს დღეებში წინასასეზონო ტურნეებს იწყებენ და ერთ-ერთ მათგანს ერთით ნაკლები ფეხბურთელით მოუწევს გამგზავრება.

გამოცემა arsenaltruefans წერს, რომ დაკავებული ფეხბურთელი ტომას პარტეია. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ქრის ვიტლი "ტვიტერის" საკუთარი გვერდის მეშვეობით ავრცელებს. ვიტლი წერს, რომ ტომას პარტეი "არსენალს" გერმანიაში წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდისთვის არ გაყვა და ამის მიზეზი სწორედ მომხდარი ინციდენტია. 

მიუხედავად აღიშნული ჟურნალისტის ვარაუდისა, ოფიციალურად არცერთ გამოცემას და სამართალდამცავ ორგანოს არ უთქვამს, რომ დამნაშავე ფეხბურტელი ტომასია. ლონდონური კლუბის გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ საუბარი სხვა მოთამაშეზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები