ჩემპიონთა ლიგა: კვეკვესკირი-წიტაიშვილის ლეხმა ყარაბაღი დაამარცხა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პოზნანის ''ლეხმა'' შინ ''ყარაბაღი'' 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი ''ლეხის'' გოლეადორის, მიხალ იშაკის ანგარიშზეა. მან 41-ე წუთზე გაიტანა და გუნდს საშინაო კედლებში მოაგებინა, თუმცა ბაქოში პოლონეთის ჩემპიონს ძალიან რთული მატჩი ელოდება.
''ლეხის'' სათადარიგოთა სკამზე ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი ისხდნენ. მე-80 წუთზე კვეკვესკირმა გოლის ავტორი იშაკი შეცვალა, წიტაიშვილს არ უთამაშია.
Na Stadionie Poznań znajduje się 25 188 osób. Dziękujemy!
— Mistrz Polski ???? (@LechPoznan) July 5, 2022
???????? Kobiety: 2 832
???????? Dzieci do lat 13: 2 224
???? Uczestnicy programu LECHICI: 6 064
_____#UCL | #LPOQAR 1:0 pic.twitter.com/GPiOpPLyN5
''ყარაბაღის'' სათადარიგოთა სკამზე ლუკა გუგეშაშვილი იჯდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მიწურულს ''ყარაბაღის'' მეკარემ ტრავმა მიიღო, მოედანზე დარჩა და ქართველი მეკარე თამაშში არ ჩართულა.
საპასუხო მატჩი 12 ივლისს ბაქოში გაიმართება.
შეგახსენებთ, თუ გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ბათუმის ''დინამომ'' ''სლოვანის“ წინააღმდეგობა დაძლია, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე „ტობოლისა“ და „ფერენცვაროშის“ წყვილში საუკეთესო იქნება, ხოლო თუ საქართველოს ჩემპიონი სლოვაკურ გუნდთან დამარცხდება, კონფერენს ლიგაზე ''ლეხსა'' და ''ყარაბაღს'' შორის დამარცხებულს შეხვდება.
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონმა ''შკუპიმ'' გიბრალტარის ჩემპიონი ''ლინკოლნი'' 3:0 გაანადგურა. გამარჯვებულთა სასტარტოში გაგი მარგველაშვილმა ითამაშა, რომელიც 43-ე წუთზე გააფრთხილეს, 54-ე წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და მოედანი დატოვა.
მარგველაშვილის გაძევებისას ''შკუპი'' 2:0-ს იგებდა. 62-ე წუთზე როი ჩიპოლინამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. საპასუხო შეხვედრა 12 ივლისს გაიმართება.