საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

მოლაპარაკება არ მიმდინარეობს - ლობჟანიძე ჰატაისთან ერთად ემზადება

CrystalSport-ის ცნობით, ''ჰალსა'' და ''ჰატაისპორს'' შორის საბა ლობჟანიძის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. გასული სეზონის შემდეგ ''ჰალმა'' თურქულ კლუბს ქართველ გარემარბთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, ინგლისური კლუბი მოთამაშის სანაცვლოდ 500 000 ევროს იხდიდა, თუმცა ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და ფეხბურთელი თურქულ კლუბში რჩება. 

გასულ დღეებში, თურქულ მედიაში ლობჟანიძესთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შემტევის ინგლისურ კლუბში გადაბარგების შანსი რეალური იყო, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

საბამ ''ჰატაისთან'' ერთად მზადება დაიწყო.

View this post on Instagram

A post shared by Hatayspor (@hatayspor)

27 წლის საბა ლობჟანიძემ 2021-22 წლების სეზონის სუპერლიგაში 37 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი შეაგდო, 8 საგოლე პასი შეასრულა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ წევრს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის ინფორმაციით, მისი სატრანსფერო თანხა 4,3 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვლოცულობდი, ხვიჩა ნაპოლიში წასულიყო და ჩვენთან არ ეთამაშა
„ვლოცულობდი, ხვიჩა ნაპოლიში წასულიყო და ჩვენთან არ ეთამაშა" - კაშიას ვრცელი ინტერვიუ