ინტერი, ჯუზეპე მაროტა
Aa
Aa

"ინტერს შესანიშნავი შეტევა ჰყავს" - მაროტა დიბალაზე სერიოზულად არ ფიქრობს

პაულო დიბალამ „იუვენტუსი“ დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია. ჯერჯერობით არგენტინელი შემტევი უგუნდოდ არის დარჩენილი, თუმცა მის მიმართ არაერთი ევროპული გრანდი იჩენს ინტერესს.

სპორტულ მედიაში, პაულოს ყველაზე აქტიურად „ინტერს“ უკავშირებდნენ. არაერთმა წყარომ დაწერა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ყველაფერი ასე არ არის.

არგენტინელის ტრანსფერთან დაკავშირებით, „ნერაძურის“ პრეზიდენტმა ბეპე მაროტამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

მაროტა:

„დიბალა ერთ-ერთია, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია და გუნდის გარეშეა დარჩენილი. უცნაურია, მაგრამ მსგავსი სიტუაცია ბევრ კარგ ფეხბურთელს აქვს. ეს ცხადყოფს, რომ გუნდებმა პოლიტიკა შეცვალეს და ფინანსებს მნიშვნელოვნად ზოგავენ.

პაულო ჩვენთვის დიდ შესაძლებლობასთან ასოცირდება, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ „ინტერს“ შესანიშნავი შეტევის ხაზი ჰყავს.. ჯეკო, ლუკაკუ, მარტინესი.. ამ სამი ფეხბურთელით ნებისმიერი წარმატების მიღწევა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, დიბალას მიმართ ინტერესი ძალაშია.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილიტო დიბალას ინტერში ტრანსფერზე: ის სწორ კლუბში მოხვდება
მილიტო დიბალას ინტერში ტრანსფერზე: ის სწორ კლუბში მოხვდება