გელაშვილი თავისუფალი აგენტია - პრაღის სპარტა დატოვა
CrystalSport-ის ცნობით, პრაღის ''სპარტა'' 21 წლის ივა გელაშვილმა დატოვა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი გასულ თვეში ამოეწურა და მხარეებმა თანამშრომლობა შეწყვიტეს. ამ ეტაპზე გელაშვილი თავისუფალი აგენტია.
ფეხბურთელს ''სპარტას'' 17-წლამდე, 19-წლამდე და სარეზერვო გუნდებში უთამაშია, თუმცა პირველ გუნდში ოფიციალურ მატჩში თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.
2021-22 წლების სეზონში გელაშვილმა ''სპარტას'' სარეზერვო გუნდში, რომელიც ჩეხეთის რანგით მეორე ლიგაში გამოდის, 20 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. ასევე გეტყვით, რომ გელაშვილი ''სპარტას'' 19-წლამდე გუნდის კაპიტანი იყო.
გელაშვილი ამპლუით ცენტრალური მცველია. მას საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.