ოფიციალურად - ორიჯი მილანის ფეხბურთელია
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, დივოკ ორიჯის აქტიურად უკავშირებდნენ „მილანს“. გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ბელგიელ თავდამსხმელს სამედიცინო შემოწმების დროს პრობლემა შეექმნა და ტრანსფერის გაოფიციალურება გადაიდო..
დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა. იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, რომ დივოკი „მილანის“ ფეხბურთელია. მხარეებს შორის 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
Official Statement: @DivockOrigi ➡️ https://t.co/tIqImpddjT
— AC Milan (@acmilan) July 5, 2022
Comunicato Ufficiale: Divock Origi ➡️ https://t.co/DavAjoDHeK#ReadyToLeaveAMark #SempreMilan pic.twitter.com/yLjLrju31A
შეგახსენებთ, რომ დივოკ ორიჯი აქამდე „ლივერპულში“ თამაშობდა. ბელგიელმა შემტევმა მერსისაიდული გრანდის მაისური 171-ჯერ მოირგო, 41 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცნობისთვის, ორიჯიმ ისეთ მნიშვნელოვან მატჩებში გაიტანა, როგორებიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი „ბარსელონას“ წინააღმდეგ და ამავე ტურნირის ფინალი „ტოტენჰემთან“.
ასევე გეტყვით, „როსონერი“ აქტიურად ცდილობს ჰაკიმ ზიეჩის, დუგლას ლუისის და ჰამედ ტრაორეს შეძენას. შეგახსენებთ, „მილანი“ რენატო სანჩესის გადაბირებასაც ცდილობდა, მაგრამ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა ამჯობინა.