ძალადობის ბრალდება ყოფილ შეყვარებულზე - კირიოსი სასამართლოში დაიბარეს
უიმბლდონზე გადამწყვეტი მატჩები ახლოვდება. ნიკ კირიოსი მეოთხედფინალში გავიდა და წარმატებულ სვლას აგრძელებს, თუმცა სპორტულ მედიაში მეტად არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.
ცნობილი ხდება, რომ ავსტრალიელ ჩოგბურთელს ყოფილ შეყვარებულზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ, რომელიც გასული წლის ბოლოს მოხდა. 27 წლის ჩოგბურთელი მომავალ თვეში სასამართლოს წინაშე წარსდგება. ცნობისთვის, კირიოსის ყოფილი პარტნიორი მოდელი კიარა პასარი გახლავთ.
პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ნიკ კირიოსი 2 აგვისტოს ATC-ის მაგისტრატურ სასამართლოშია დაბარებული, რათა ბრალდება წარედგინოს და ამის შემდეგ გამოძიება დაიწყოს. ბრალდება კი მაქსიმუმ 2 წლით თავისუფლებით აღკვეთას ითვალისწინებს.
„ბრალდება საკმაოდ სერიოზულია და კირიოსი თანამშრომლობისთვის მზად არის. კომენტარის გასაკეთებლად ახლა მას დრო არ აქვს, რადგან უიმბლდონზე საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს და გონება არ უნდა გაეფანტოს.“
- განაცხადა ავსტრალიელის ადვოკატმა