ხაბულიანმა თურქულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა
CrystalSport-ის ცნობით, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფორვარდმა, გიორგი ხაბულიანმა თურქულ ''ადანა დემირსპორთან'' სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხაბულიანი სუპერლიგის კლუბთან ერთად მოსამზადებელ ეტაპს იტალიაში გაივლის. აღნიშნული შეკრება 20 ივლისს დაიწყება. შეკრების საწყის პერიოდში თურქული კლუბი ხაბულიანის ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს.
''ადანა დემირსპორის'' მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელაა, გუნდის ლიდერი კი მარიო ბალოტელია, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე ზაფხულში კლუბს დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ ხაბულიანი ''ადანა დემირსფორში'' გასულ სეზონში ვარჯიშობდა, ბიუროკრატიული საკითხის გამო თამაშის უფლება არ ჰქონდა, რის გამოც დროებით საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა, ''თელავის'' რიგებში ითამაშა, თუმცა ბიუროკრატიული საკითხი მოგვარდა და ახალ სეზონში ''დემირსპორში'' იასპარეზებს. მან მიიღო ლიცენზია, რომელიც სუპერლიგაში თამაშის უფლებას იძლევა.
2021-22 წლების სეზონში ''ადანა დემირსპორი'' სუპერლიგაში მე-9 ადგილზე გავიდა.
სავარაუდოდ, 18 წლის ნიჭიერი ქართველი თავდამსხმელი ''ადანა დემირსპორში'' 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გიორგი ტანმაღალი ფორვარდია, მისი სიმაღლე 194 სანტიმეტრია.
თურქულ კლუბში გადასვლამდე გიორგი ხაბულიანი თბილისის ''მერანისა'' (2020) და ''თელავის'' (2021, 2022) ფეხბურთელი იყო, 14-დან 16-წლამდე კი ესპანური ''მარკეტის'' აკადემიაში ირიცხებოდა.
ფოტო: NAKREBI.GE