გიორგი ჩაკვეტაძე, ვლადიმირ ვაისი, სლოვანი
Aa
Aa

„ჩაკვემ ერთა ლიგის ჯგუფი მოგვაგებინა“ - ვაისმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო

ბრატისლავას „სლოვანში“ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის შემდეგ, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სლოვაკ ჟურნალისტებთან ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა:

„როდესაც გიორგი ჩაკვეტაძე 18-19 წლის იყო, მან მარტომ მოგვაგებინა ერთა ლიგა გატანილი 4 გოლითა და 4 შედეგიანი გადაცემით. სამწუხაროდ, მუხლის ტრავმამ მისი პროგრესი შეაჩერა. თუმცა ახლა ის ფიზიკურად ჯანმრთელია. ჩვენ შევძელით ძალიან კარგი ფეხბურთელის დამატება, წარსულში მისით „ჩელსი“, „დორტმუნდი“ და „ბარსელონა“ ინტერესდებოდნენ. მას დიდი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, თუ ჯანმრთელად გვეყოლება, ყველას გაგვაბედნიერებს“ - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკი სპეციალისტი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში ითამაშა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე გასასველ შეხვედრაში ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, 22 წლის ფეხბურთელი „სლოვანში“ იჯარის წესით, 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე კვლავ ბელგიური „გენტის“ საკუთრებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვლოცულობდი, ხვიჩა ნაპოლიში წასულიყო და ჩვენთან არ ეთამაშა
„ვლოცულობდი, ხვიჩა ნაპოლიში წასულიყო და ჩვენთან არ ეთამაშა" - კაშიას ვრცელი ინტერვიუ