ფარიკაობა, სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოფარიკავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

15-23 ივლისს, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მოფარიკავეებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

ტურნირის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ვებ-გვერდზე ჩვენი გუნდის შემადგენლობა დასახელდა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო პირველობაზე 11-კაციანი შემადგენლობით წარდგება:

ხმალი ქალები: თეოდორა კახიანი-მეკლინგი, ლიკა ჯიჯეიშვილი, ალექსანდრა კუვაევა.

ხმალი კაცები: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი, ლაშა კუჭუხიძე.

დაშნა ქალები: არინა კორნეევა.

რაპირა კაცები: ლუკა ღაღანიძე, ლაშა გალუაშვილი, პაველ ბორონტოვი.

მთავარი მწვრთნელი: სერგი ხატიაშვილი.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მერაბ ბაზაძე იქნება.

შეგახსენებთ, რომ კარიოში საქართველოს ნაკრების გამგზავრებას თბილისის მერია უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები