ილიას ზუროსი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ეს საამაყო გამარჯვებაა“ - ილიას ზუროსი

ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა განვლილი შეხვედრა შეაფასა.

რა თქვა ზუროსმა:

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა კალათბურთელს, მათ მოგებისთვის მაქსიმუმი გააკეთეს. გულშემატკივარმა ჩვენს გუნდს დიდებული ენერგია შემატა. ეს ენერგია იმ გულშემატკივრებიდანაც მოდიოდა, რომლებიც სახლიდან გვიყურებდნენ. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან გავიმარჯვეთ და ეს ნამდვილად საამაყოა.

დილას, როდესაც ჩვენი კალათბურთელების თვალები, მათი მიდგომა და მონდომება დავინახე, ვიგრძენი, რომ საღამოს აუცილებლად გავიმარჯვებდით. დღეს დავინახეთ, რომ ერთად ბრძოლა, თამაში და გამარჯვება შეგვიძლია. მადლობა შერმადინსა და შენგელიას. ისინი ახალგაზრდა კალათბურთელებს დაელაპარაკნენ და სწორი რჩევები მისცეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპი დაასრულა. ესპანეთი კი დასკვნით დაპირისპირებას ხუთშაბათს, ლატვიაში უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვეცადეთ მეტოქისთვის უხეში თამაში შეგვეთავაზებინა, რამაც შედეგი გამოიღო“ - თორნიკე შენგელია
„ვეცადეთ მეტოქისთვის უხეში თამაში შეგვეთავაზებინა, რამაც შედეგი გამოიღო“ - თორნიკე შენგელია