ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრები, სერხიო სკარიოლო
Aa
Aa

ესპანეთის მწვრთნელი: გამარჯვება ჩვენც შეგვეძლო, მაგრამ...

საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემდეგ, ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერხიო სკარიოლომ განვლილი მატჩი შეაფასა და საქართველოს ნაკრები შეაქო.

რა თქვა სკარიოლომ:

პირველ რიგში, მინდა საქართველოს ნაკრებს და მათ გულშემატკივრებს დამსახურებული გამარჯვება მივულოცო, თუმცა მოგება ჩვენც შეგვეძლო. ამასთან ორივე გუნდი ახლოს ვიყავით და ბოლო წუთებამდე შეგვეძლო წინ გასვლა. უბრალოდ, განსხვავება ისაა, რომ ჩვენმა მეტოქემ ბოლო წუთებზე შედარებით ნაკლები შეცდომა დაუშვა, ვიდრე ჩვენ. მარცხის მიუხედავად, ახალგაზრდა მოთამაშეების თამაშით კმაყოფილი ვარ. ზოგიერთმა მათგანმა გვაჩვენა, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ სამომავლოდ.

ესპანელთა დამრიგებელმა საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას შესახებაც ისაუბრა. ცნობისთვის, სკარიოლო ესპანეთის ნაკრების პარალელურად, „ვირტუს ბოლონიასაც“ წვრთნის, კლუბს, რომლის ღირსებასაც დღეისთვის თორნიკე შენგელია იცავს.

სკარიოლოს კომენტარი თოკოზე:

მას კარგად ვიცნობ. თორნიკე ძალიან მიყვარს როგორც მოთამაშე და ადამიანი. ის ჭკვიანურად თამაშობდა და ჩვენს სუსტ მხარეებზე ძალიან გვირტყამდა, ასეა კლუბშიც. საერთო ჯამში მან შესანიშნავად ითამაშა, ამ გუნდისთვის ის დიდი ლიდერია.

სერხიო სკარიოლომ ახალ არენაზეც ისაუბრა, რომელიც სპეციალურად ევრობასკეტისთვის აშენდა.

მგონია, რომ მათ ამ დარბაზის მშენებლობა დღეს დილით დაასრულეს, მაგრამ რამდენიმე რაღაც კიდევ დარჩა გასაკეთებელი. გულშემატკივრებმა თავის გუნდზე დადეს ფსონი და ისინი მართლებიც აღმოჩნდნენ. მათ მოედანზე შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპი დაასრულა. ესპანეთი კი დასკვნით დაპირისპირებას ხუთშაბათს, ლატვიაში უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - საქართველომ ესპანეთს მოუგო
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - საქართველომ ესპანეთს მოუგო