მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - საქართველომ ესპანეთს მოუგო
Aa
Aa

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - საქართველომ ესპანეთს მოუგო

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და 82:76 დაამარცხა. ისტორია დაწერილია!!

პირველი მეოთხედი მჭიდროდ მიმდინარეობდა. „ჩვენებურებმა“ იდეალურად იასპარეზეს და ტაბლოზე საქართველოს სასარგებლოდ 15:14 დაფიქსირდა. მეორე მეოთხედიც ზუროსის შეგირდების კარნახით წარიმართა - 22:17. ჯამში საქართველომ პირველი ტაიმი 6-ქულიანი უპირატესობით მოიგო.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. ესპანელები მესამე მეოთხედში გამოფხიზლდნენ, გააქტიურდნენ და 16:7 მოიგეს. ბოლო მეოთხედის დაწყების წინ სკარიოლოს შეგირდები 3 ქულით იგებდნენ.

კულმინაცია კი მატჩის მიწურულს მოხდა. ორივე ნაკრები მაღალ დონეზე თამაშობდა და საბოლოოდ „ოვერ ტაიმი“ გახდა საჭირო. დამატებულ წუთებზე რატი ანდრონიკაშვილმა და ტედ მაკფადენმა საოცრად ითამაშეს და საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუტანეს!!

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 35 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული:

ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი

ესპანეთის ნაკრების სასტარტო ხუთეული:

ქუინო ქოლომი, ფრან გუერა, ხაბიერ აროსტეგი, ჟოელ პარა, ხაიმე პრადილია

მატჩის ბოლო წუთები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები