შეთანხმება თითქმის მიღწეულია - პსჟ სკამაკას სანაცვლოდ 50 მილიონს იხდის
გასულ სეზონში, ჯანლუკა სკამაკამ თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და მისი გრანდები დაინტერესდნენ. ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „სასუოლოს“ მფლობელობაში მყოფი ფეხბურთელით „მილანი“ ინტერესდებოდა და აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა.
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien წერს, რომ „პარი სენ ჟერმენსა“ და „სასუოლოს“ შორის მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში გადავიდა და ფაქტობრივად მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.
პარიზული გრანდი 23 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის. კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ პსჟ ანხელ დი მარიამ დატოვა და შესაძლოა იგივე ნეიმარმაც გააკეთოს. აქედან გამომდინარე, ნასერ ალ-ხელაიფი ახალი მოთამაშეების ყიდვაზე გადავიდა.
ცნობისთვის, ჯანლუკა სკამაკამ უკანასკნელი სეზონი „ჯენოაში“ გაატარა. 2021/2022 წლების სეზონში 23 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.