ბარსელონა, ანდრეას კრისტენსენი
Aa
Aa

ოფიციალურად - კრისტენსენი ბარსელონას ფეხბურთელია

ცნობილი იყო, რომ ანდრეას კრისტენსენი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით კატალონიურ გრანდს ოფიციალური განცხადება დღემდე არ ჰქონდა გაკეთებული.

დღეს კი „ბლაუგრანამ“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დანიელი უკანახაზელი მათ რიგებს შეუერთდა. მხარეებს შორის 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა და კრისტენსენის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ანდრეასი „ბარსელონას“ ლონდონის „ჩელსიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. 26 წლის ფეხბურთელი „არისტოკრატებს“ 2014 წელს შეუერთდა. 2014 წლიდან დღემდე, კრისტენსენმა „ლურჯების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 160-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე გეტყვით, რომ კატალონიურმა გრანდმა დღეს იანიკ კესი წარადგინა, რომელიც „ბარსელონას“ „მილანიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ ბარსას სხვა ფეხბურთელების შეძენაც სურს. საუბარი რაფინიაზე, რობერტ ლევანდოვსკიზე, ბერნარდუ სილვაზე და ჟიულ კუნდეზეა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ ხერხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მონჩიმ უარყო - სევილია და ბარსელონა ფეხბურთელებს არ გაცვლიან
მონჩიმ უარყო - სევილია და ბარსელონა ფეხბურთელებს არ გაცვლიან