გიორგი ჩაკვეტაძე, სლოვანი
Aa
Aa

"სლოვანს წარმატების მიღწევაში უნდა დავეხმარო" - ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავას „სლოვანს“ ოფიციალურად შეუერთდა. ინფორმაცია სლოვაკურმა კლუბმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა. 22 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბში იჯარის წესით, 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე კვლავ ბელგიური „გენტის“ საკუთრებაა.

ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, „ჯვაროსნების“ შემტევმა „სლოვანის“ ოფიციალურ ვებ-საიტთან კომენტარი გააკეთა.

ჩაკვეტაძე:

„გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ „სლოვანზე“ ძალიან კარგი შთაბეჭდილება შემიქმნეს. მათ საქართველოს ნაკრებიდან ვიცნობ და შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. მოუთმენლად ველი ჩემი ახალი თანაგუნდელების გაცნობას. კარგად ვიცნობ მთავარ მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს.

საქართველოს ნაკრებში თამაში მისი ხელმძღვანელობით დავიწყე. ვიცი, თუ რას მოითხოვს ფეხბურთელებისგან და როგორი სტილის ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. „სლოვანში“ მივდივარ იმ სურვილით, რომ წარმატების მიღწევაში დავეხმარო, როგორც შიდა, ასევე ევრო ასპარეზზე.

თავს ყველაზე კომფორტულად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ვგრძნობ. ეგრეთწოდებულ „ათიანზე“, მაგრამ ფლანგზე თამაშიც შემიძლია. მოუთმენლად ველოდები „სლოვანის“ სტადიონზე თამაშს.“

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში „სლოვანი“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდება. გუნდებს შორის პირველი მატჩი 6 ივლისს, ბრატისლავაში გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი „ბათუმი არენაზე“ 14 ივლისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნახეთ მისი სპექტაკლი რუსეთის 17-წლამდე ნაკრებთან?“ - იტალიაში ხვიჩას წარსულს სწავლობენ
„ნახეთ მისი სპექტაკლი რუსეთის 17-წლამდე ნაკრებთან?“ - იტალიაში ხვიჩას წარსულს სწავლობენ