ლოდინი დასრულდა - ბარსელონამ კესი წარადგინა
კატალონიის „ბარსელონამ“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი გარიგება გაჩარხა და ფრანკ კესი გაიფორმა. „ბლაუგრანამ“ კოდ-დივუარელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.
„ფრანკ კესი არის ფეხბურთელი, რომელსაც, როგორც დაცვის, ისე თავდასხმის ხაზის გაძლიერება შეუძლია. აფრიკელი ნახევარმცველი თავის ძლიერ ფიზიკურ მონაცემებს იყენებს, რათა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე ბურთი ბევრჯერ დაიბრუნოს. პარალელურად, მას მეტოქე გუნდების დაცვის ხაზის განიარაღება შეუძლია, რას წყალობითაც, საგოლე სიტუაციებისას ძალიან სასარგებლოა. ამასთან, იგი თერთმეტმეტრიანების ოსტატია“, - ნათქვამია „ბარსას“ განცხადებაში.
Kessie blaugrana fins al 2026.
— FC Barcelona (@FCBarcelona_cat) July 4, 2022
კესიმ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევროა, ფეხბურთელის ფინანსური დეტალების შესახებ კი ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ კესი „მილანში“ 2019 წელს გადავიდა და „როსონერის“ რიგებში 2022 წლამდე დარჩა. „შავ-წითლების“ მაისურით მან 223 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 37 გოლი და 16 შედეგიანი გადაცემაა.