გაბრიელ ჟეზუში
Aa
Aa

''არსენალი დიდი კლუბია, აქ ბედნიერი ვარ'' - ჟეზუში მეთოფეებში ითამაშებს

ლონდონის ''არსენალმა'' გაბრიელ ჟეზუჟის ტრანსფერი დაადასტურა. ბრაზილიელმა ''მან. სიტი'' დატოვა და ''მეთოფეებში''  9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. როგორც BBC იუწყება, სატრანსფერო თანხა 45 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ჟეზუში ''არსენალის'' ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა:

''არსენალის'' თამაშებს ტიერი ანრის გამო ვუყურებდი. ბევრი ევროპული კლუბის თამაშებს არ ვუყურებდი, მაგრამ როცა ''არსენალის'' რამდენიმე ფეხბურთელს ვხედავდი, მაშინ ვამბობ: ''ვაუ, ეს დიდი კლუბია''. ამ დიდ კლუბში გადმოსვლით ბედნიერი ვარ, აქ ბევრი უმაღლესი დონის მოთაამშეა. ასევე, არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები. ბედნიერი ვარ, აქ ვიყო და მათ დავეხმარო. ვიცნობ მწვრთნელებს და მახსოვს, რომ ''ემირეითზე'' ყოველთვის კარგი გარემო იყო, როცა ''არსენალის'' წინააღმდეგ ვთამაშობდი''.

გაბრიელ ჟეზუშმა ''მან. სიტის'' რიგებში 236 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 95 გოლია. ბრაზილიელმა ''ქალაქელებთან'' ერთად პრემიერ ლიგა ოთხჯერ მოიგო. ასევე, ლიგის თასისა და ასოციაციის თასის გამარჯვებული 3-3-ჯერ გახდა.

25 წლის ჟეზუში ''მან. სიტიში'' 2017-22 წლებში თამაშობდა, კარიერა კი მშობლიურ ''ფლამენგოში'' (2015-17) დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რატომ მიდის რონალდუ? ყველაფერი ბომბარდირობას უკავშირდება
„რატომ მიდის რონალდუ? ყველაფერი ბომბარდირობას უკავშირდება" - ჩელსის ექს-მოთამაშე