პსჟ, ნასერ ალ-ხელაიფი
Aa
Aa

საუკეთესო აკადემია მსოფლიოში - ალ-ხელაიფი პოლიტიკას ცვლის

პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი კლუბის ახალ საფეხბურთო აკადემიას ააშენებს. ტერიტორია შერჩეულია, აკადემიის მშენებლობა პარიზის დასავლეთ ნაწილში, პუაზიში იგეგმება. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა ''ეკიპი'' ავრცელებს.

ახლახანს, ნასერ ალ-ხელაიფმა Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბმა აკადემიაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, პსჟ-ს პირველმა გუნდმა შევსება აკადემიიდან უნდა მიიღოს.

ნასერ ალ-ხელაიფი: ''11 წლის წინ ვამბობდი, რომ მსურდა პსჟ-ში მომავალ მესის ეთამაშა. დღეს კი მინდა პსჟ-ში მომავალი მბაპე ვიხილო, ვინც პარიზიდან წამოვა. პსჟ-ს მსოფლიოში საუკეთესო აკადემია ექნება. ჩვენი მიზანია პსჟ-ში მხოლოდ პარიზელები თამაშობდნენ. ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრი ტალანტია''.

GFFN-ის ცნობით, პსჟ-ს სურს პარიზელი ფეხბურთელები დაიმატოს. ეს მოთამაშეები არიან ადრიან რაბიო (იუვენტუსი), კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიფციგი), მუსა დიაბი (ლევერკუზენის ბაიერი) და ჯონათან იკონე (ფიორენტინა). პსჟ-მ პოლიტიკის შეცვლა გასული სეზონის შემდეგ გადაწყვიტა, როცა გუნდის სპორტულ დირექტორად ანტერო ენრიკე დაინიშნა, ალ ხელაიფის მრჩეველი კი პორტუგალიელი ლუიშ კამპუში გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თანახმაა - ბერნარდუ სილვას ბარსელონაში სურს თამაში
თანახმაა - ბერნარდუ სილვას ბარსელონაში სურს თამაში