ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

თანახმაა - ბერნარდუ სილვას ბარსელონაში სურს თამაში

კატალონიის „ბარსელონა“ ჯერჯერობით უშედეგოდ, მაგრამ მაინც აგრძელებს სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას. „ბლაუგრანას“ ერთ-ერთი სამიზნე ბერნარდუ სილვაა. დღევანდელ დღემდე „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელის გადაბირება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს სიტუაცია შეიცვალა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კატალონიური გრანდის სასარგებლოდ პირველი ნაბიჯი გადადგა. სილვამ თავის აგენტს ჟორჟე მენდეშს განუცხადა, რომ მომავალ სეზონში ფეხბურთის თამაში „ნოუ კამპზე“ სურს. ამის შესახებ ინფორმაციას SPORT ავრცელებს.

27 წლის ნახევარმცველი პეპ გუარდიოლას ფორმაციის გუნდში ფუნდამენტური მოთამაშეა და რა თქმა უნდა, ესპანელ სპეციალისტს მისი გაშვება არ სურს. მიუხედავად ფეხბურთელის სურვილისა, ტრანსფერის განხორციელებას ბევრი ფაქტორი უშლის ხელს.

გუარდიოლას პოზიციის გარდა, აქტუალური ფინანსური საკითხია. „ქალაქელები“ ბერნარდუს სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვენ. ბარსას კი მხოლოდ 40 მილიონს გადახდა შეუძლია. SPORT-ის ინფორმაციით, მანჩესტერული კლუბი თანხის შემცირებას არ აპირებს.

არსებობს ერთი შანსი, რომლის მიხედვითაც „ბლაუგრანას“ ბერნარდუს ყიდვის შესაძლებლობა ექნება. კატალონიურ კლუბს ფრენკი დე იონგის სარფიანად გაყიდვა სურს და ტრანსფერიდან შემოსული თანხა შესაძლოა ბერნარდუს ყიდვას მოხმარდეს, მაგრამ გუშინ, ბარსას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ნიდერლანდელი ნახევარმცველის გაყიდვა არ სურს.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ინტერესის სფეროში რობერტ ლევანდოვსკი და რაფინია არიან. რეალურად, „ნოუ კამპზე“ თამაში ორივე ფეხბურთელის სურვილია, მაგრამ პრობლემას კვლავ ფინანსური კრიზისი წარმოადგენს, რომლის მოგვარებასაც ჯერჯერობით ბარსა ვერ ახერხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხელფასს 40%-ით შეიმცირებს და დარჩება - დემბელეს სხვა ვარიანტი არ აქვს
ხელფასს 40%-ით შეიმცირებს და დარჩება - დემბელეს სხვა ვარიანტი არ აქვს