უიმბლდონი, ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მარცხი წყვილთა თანრიგში - ბასილაშვილი უიმბლდონს საბოლოოდ დაემშვიდობა

უიმბლდონზე ერთეულთა თანრიგის პარალელურად წყვილებიც თამაშობენ. მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილისა და რადუ ალბოტის დუეტი კაბალი/ფარას ძლევამოსილ ტანდემს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 3 სეტში 1:6 4:6 4:6 დამარცხდა.

პირველი სეტი ქართულ/ბელგიური წყვილისთვის საშინელი გამოდგა. ნიკოლოზმა და რადუმ 2 თავისი ჩაწოდება დათმეს და სეტიც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.

მეორე სეტში გულშემატკივრებმა თანაბარი ბრძოლა იხილეს. იმ დროს, როდესაც ანგარიში 3:3 იყო, კაბალმა და ფარამ ბრეიკი შეასრულეს, წინ გავიდნენ და სეტის მოგების შანსი ხელიდან არ გაუშვეს.

ანალოგიური სცენარით წარიმართა მესამე სეტიც. წყვილები საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა 2:2-ის დროს ბასილაშვილმა და ალბოტმა კარგად ვერ ითამაშეს და მეტოქემ გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა. საბოლოოდ კვლავ 6:4. ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონს კიდევ ერთხელ დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ერთეულთა თანრიგში მესამე წრეში გავიდა, სადაც ვან რაიტჰოვენთან სამ სეტში დამარცხდა და ნოვაკ ჯოკოვიჩთან დაპირისპირების შანსი ხელიდან გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები