უსმან დემბელე, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ხელფასს 40%-ით შეიმცირებს და დარჩება - დემბელეს სხვა ვარიანტი არ აქვს

უსმან დემბელეს „ბარსელონაში“ დარჩენის შანსები საგრძნობლად არის გაზრდილი. ფრანგ ფეხბურთელს და მის აგენტს საქმეები ისე ვერ წაუვიდათ როგორც გეგმავდნენ და არის ალბათობა, ფეხბურთელი საერთოდ უგუნდოდ დარჩეს.

ესპანური As-ის ცნობით, დემბელეს გაფორმების სურვილს ამ მომენტისთვის არცერთი კლუბი არ გამოთქვამს და ამის მიზეზი ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი მაღალი ანაზღაურებაა.

წყაროს ცნობით, „ბარსა“ დემბელეს კონტრაქტს 2024 წლის ივნისის ბოლომდე შესთავაზებს და ფრანგს ამჟამინდელი ხელფასის 40%-ით შემცირება მოუწევს. რის შემდეგაც, მისი ანაზღაურება ანსუ ფატის იდენტური იქნება.

დემბელე პსჟ-ში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა მბაპეს გუნდში დარჩენის, მისი ახალი ძალიან გაზრდილი ანაზღაურება და გაუმჯობესებული პირობები, ასევე კლუბში შეცვლილი მენეჯმენტი - ამ ყველაფერმა უსმანი მათი გეგმებიდან ამოაგდო.

გარემოებებიდან გამომდინარე ფრანგმა შემტევმა „ბარსელონაში“ დარჩენაზე ფიქრი დაიწყო და უკვე დღეს, მხარეები შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს არიან.

„ჩვენ ვაფასებთ უსმანს და მან სეზონის ბოლო სეგმენტი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. მთავარი მწვრთნელი მისით ძალიან კმაყოფილია.

საკითხი წმინდა ფინანსურია. ჩვენ უკვე ვუთხარით, როგორ ვხედავთ მის კონტრაქტს, მაგრამ მისი პასუხი არც შემოთავაზებაზე დათანხმება იყო და არც უარი. მაგრამ ჩვენ მშვიდად ვართ. არის კონტაქტი. თუ ის დათანხმდება შემოთავაზებულ პირობებს, მაშინ დარჩება“,

- განაცხადა „ბარსას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იაკინტო ელა - 14 წლის ბიჭი, რომელსაც მსოფლიო უნდა დაეპყრო
იაკინტო ელა - 14 წლის ბიჭი, რომელსაც მსოფლიო უნდა დაეპყრო