სანდრო მამუკელაშვილი, ვიქტორ სანიკიძე
Aa
Aa

''მისგან განსხვავებით, ღირსებას არ ვკარგავთ'' - სანიკიძე ბაგაცკისზე

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' უკრაინასთან მატჩის შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, მარცხი ბევრი ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა.

''ალბათ, მხოლოდ დილეტანტებში ხდება, როცა მეტოქეს სათანადოდ არ აფასებენ. ჩვენ პროფესიონალები ვართ, ყველა გუნდს ვაფასებთ. ბაგაცკისისგან განსხვავებით ღირსებას არ ვკარგავთ. როგორც ვლადიმერ ბოისამ თქვა, ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი მომენტები იყო, თუნდაც ბევრი აცილებული სამქულიანი. მწვრთნელს მთელი მონახაზი აწყობილი აქვს, თამაშამდე წუთებით ადრე კი სურათი იცვლება.

სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ბაგაცკისი ბოდიშს მოიხდის. მას პრესკონფერენციამდე დამშვიდების დრო ჰქონდა, რომ რაღაც გაეაზრებინა, თუმცა ეს ვერ დავინახეთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ გაიაზრებს და ბოდიშს მოიხდის.

სანდრო მამუკელაშვილს ვესაუბრე. ივლისის შუა რიცხვებში NBA-ს საზაფხულო ლიგა მთავრდება, რის შემდეგაც სანდრო ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება''.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები რიგაში უკრაინას დაუპირისპირდა და 66:79 დამარცხდა. ილიას ზუროსის გუნდმა ცუდი მატჩი ჩაატარა და სასურველ შედეგთან ახლოსაც არ ყოფილა.

მატჩის დასრულების შემდეგ უკრაინის საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების მწვრთნელს უხამსი ჟესტი უჩვენა და არ მიესალმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები