ბარსელონა, ბაიერნი, ჩავი ერნანდესი, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ლევანდოვსკი ჩავის: „ძალიან მინდა შენთან ვარჯიში"

რობერტ ლევანდოვსკის საგა გრძელდება. პოლონელი თავდამსხმელი ახლა იბიცაზე ატარებს შვებულებას. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც „რეკორდმაისტერის“ შემტევი და ბარასას დამრიგებელი ჩავი ერნანდესი ერთად არიან კურორტზე.

ამ ფაქტს სპორტულ მედიაში არაერთი გამოხმაურება მოყვა. ყველას აინტერესებს, თუ რაზე ისაუბრეს ჩავიმ და ლევანდოვსკიმ.

ესპანური გამოცემა AS ადასტურებს, რომ მწვრთნელი და ფეხბურთელი ერთმანეთს შეხვდნენ და ბევრი ისაუბრეს. სალაპარაკო თემა ძირითადად მეგობრული მოკითხვა და დასვენების დღეებიდან მიღებული სიამოვნება იყო, თუმცა აღნიშნული წყარო ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ლევანდოვსკიმ ჩავის უთხრა:

„ძალიან მინდა შენთან ვარჯიში"

ამ საუბარმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ რობერტს „ბარსელონაში“ სურს თამაში და პრობლემა მხოლოდ მიუნხენის „ბაიერნია“. გერმანული გიგანტის ხელმძღვანელობა თავის სუპერვარსკვლავს კონტრაქტის ბოლომდე შესრულებას სთხოვს.

ამის პარალელურად, პოლონელი თავდამსხმელის აგენტმა პინი ზაჰავიმ ჟოან ლაპორტას განუცხადა, რომ ლევანდოვსკის შეძენა 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შესაძლებელი იქნება. ჯერჯერობით კატალონიელთა მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არავის გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნი ზარებს არ პასუხობს - ბარსას ბიუროფაქსის გაგზავნა დასჭირდა
ბაიერნი ზარებს არ პასუხობს - ბარსას ბიუროფაქსის გაგზავნა დასჭირდა