სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

ფინანსური პრობლემები მოგვარებულია - 10 მოფარიკავით მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ნაკრები დასკვნით მოსამზადებელ შეკრებას გადის. ჩვენი გუნდი, 15-23 ივლისს, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით წარდგება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ეგვიპტეში გაემგზავრება 10 სპორტსმენი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და დელეგაციის ხელმძღვანელი. დამატებით ორ სპორტსმენს თბილისის მერია დააფინანსებს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ლიდერს, ევროპის მოქმედ ჩემპიონს, სანდრო ბაზაძეს, ის ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის პარიზში ემზადება.

სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონობის შემდეგ პარიზში დაბრუნდა და წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ვარჯიში საფრანგეთის დედაქალაქში განაგრძო. ჩვენი ნაკრების ლიდერი მსოფლიოს ჩემპიონატს იდეალურ სპორტულ ფორმაში ხვდება და, რა თქმა უნდა, ეგვიპტეშიც უმაღლესი სინჯის მედლისთვის იბრძოლებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 მოფარიკავით მსოფლიო ჩემპიონატზე - ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს
2 მოფარიკავით მსოფლიო ჩემპიონატზე - ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს