UFC, ისრაელ ადესანია, ჯარედ კანონიერი
Aa
Aa

ტიტული მეოთხედ დაიცვა - ადესანიამ კანონიერი დაამარცხა

UFC 276-ზე საღამოს მთავარი ღონისძიება გაიმართა საშუალო დივიზიონის ჩემპიონ ისრაელ ადესანიასა და ჯარედ კანონიერს შორის, რომელიც „იზის“ გამარჯვებით დასრულდა.

ადესანიამ არბიტრთა ერთიანი გადაწყვეტილებით მოიგო - 49-46, 49-46, 50-45.

ბუკმეიკერები შეხვედრამდე უდავო ფავორიტად სწორედ ნიგერიელს ასახელებდნენ და მოლოდინი გამართლა კიდეც.

ადესანიამ საჩემპიონო ქამარი მეოთხედ დაიცვა და კარიერაში 23-ე გამარჯვება მოიპოვა ერთი მარცხის წინააღმდეგ, ხოლო კანიონერმა მეექვსე მარცხი იგემა, მის ანგარიშზე 15 გამარჯვებაა.

ბრძოლის შემდეგ ადესანიამ პრესასთან ისაუბრა:

„ერთ რამეს გეტყვით: მათ ბრძოლის შესანიშნავი გეგმა ჰქონდათ. მართლაც რთული იყო ჩემი სვლების განხორციელება, მეორე დარტყმის ფაზები, რადგან მათ კარგი გეგმა ჰქონდათ.

ჩვენ ვიცით ვინ არის შემდეგი. ეს არის ალექს პერეირა”.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იაკინტო ელა - 14 წლის ბიჭი, რომელსაც მსოფლიო უნდა დაეპყრო
იაკინტო ელა - 14 წლის ბიჭი, რომელსაც მსოფლიო უნდა დაეპყრო