Il Mattiano: ნეაპოლში ხვიჩას ხის ქანდაკება მიუძღვნეს
იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით არაერთი სტატია გამოქვეყნდა. მათ შორისაა IL MATTIANO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით სან გრეგორიო არმენოს მაღაზიაში ხელოვანმა მარკო ფერინგომ ქართველ ტალანტს ხის ქანდაკება მიუძღვნა.
სან გრეგორიო არმენოს მაღაზია ნეაპოლელებისთვის კარგად ცნობილია. როგორც იტალიური გამოცემა წერს, აღნიშნულ მაღაზიაში კვარაცხელიას ''დებიუტი'' შედგა.
მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ფეხბურთელია. „პარტენოპეიმ“ მისი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და „კვარას“ ნეაპოლურ გრანდში გადასვლას ფეხბურთის იტალიელ ქომაგთა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ცნობისთვის, Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდა, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.