The Times: რონალდუმ მანჩესტერიდან წასვლა მოითხოვა
გამოცემა The Times სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნული წყაროს ექსკლუზივი აქვს - კრიშტიანუ რონალდუმ კლუბიდან წასვლა მოითხოვა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „წითელი ეშმაკები“ მის სანაცვლოდ სარფიან შემოთავაზებას მიიღებენ.
???? EXCLUSIVE: Cristiano Ronaldo has asked to be allowed to leave Manchester United should the Premier League club receive a satisfactory offer in the transfer window https://t.co/yx8POGB5M4
— Times Sport (@TimesSport) July 2, 2022
რა გახდა ამის მიზეზი?
ამის მთავარი მიზეზი კი გუნდში ტენ ჰაგის მისვლაა, რომელიც „წითელი ეშმაკების“ გადახალისებას და ტაქტიკის შეცვლას გეგმავს. ცნობილი ხდება, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი თავის სქემაში პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ვერ ხედავს.
La Republicca-ს ცნობით, ერიკი კლასიკური ნიდერლანდური შეტევის სტილის დაფუძნებას აპირებს. ამას ტენ ჰაგი „აიაქსში“ აკეთებდა და ყველაფერი კარგად გამოსდიოდა. რონალდუ კი ასეთი მიდგომის წინააღმდეგია და „მანჩესტერის“ დასატოვებლად მზად არის. საინტერესოა, რომ ამ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBC-იც ადასტურებს.
Cristiano Ronaldo is reportedly looking to leave Manchester United, with two clubs said to be interested. ????
— BBC Sport (@BBCSport) June 18, 2022
More ⤵️ #BBCFootball
არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კრიშტიანუს წასვლა უნდა. „წითელი ეშმაკები“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებენ და ეს რონალდუსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ 5 ოქროს ბურთის მფლობელს „იუნაიტედთან“ კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში უმთავრდება.