მძარცველთა დაჯგუფება, რომელმაც ვერატის 3 მილიონამდე მოპარა დაკავებულია
ბანდის წევრები, რომლებმაც პსჟ-ს ნახევარმცველი მარკო ვერატი გაძარცვეს, დააკავეს.
ვერატი იბიცაზე რონალდო ნაზარიოს სახლში დასასვენებლად იმყოფებოდა, რა დროსაც ის გაძარცვეს. წაღებული იყო ძვირფასეულობა და ფული. ზარალმა ჯამში 3 მილიონ ევრომდე მიაღწია.
ესპანეთის ეროვნული პოლიციის კორპუსის აგენტებმა ქალაქ დენიაში, სადაც კრიმინალები იბიცადან ბორნით ჩავიდნენ, მათ სწორედ იქ მიაგნეს. ნადავლი მძარცველებს მანქანით გადაჰქონდათ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა.
ბანდის მეორე ნაწილი - 3 მამაკაცი და 1 ქალი, სამართალდამცავებმა მალაგაში დააკავეს.
ოპერაცია მადრიდიდან სპეციალური განყოფილების წარმომადგენლებმა ჩაატარეს, ისინი უკვე ადევნებდნენ თვალყურს ბანდის წევრებს, რომლებიც შედგებოდა ესპანეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან, სხვა მსგავსი ძარცვის გამოძიებებთან დაკავშირებით.
სპეცოპერაციის შედეგად, აღმოჩენილ იქნა ძვირფასეულობები, რომლებიც ვერატის დასასვენებელი ვილიდან იქნა მოპარული. ასევე ბევრი სხვა ძვირფასი ნივთიც. გამოძიება გრძელდება და მოსალოდნელია დაკავებების მორიგი ტალღა.