„ბოლომდე ჯერ ჩვენც არ ვიცით, რა მაგარია" - არველაძემ ხვიჩას წარმატება უსურვა
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა და „ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ წარმატება უსურვა. არველაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „კვარას“ „პარტენოპეიში“ ტრანსფერს გამოეხმაურა.
„მხოლოდ მისი ქართველობის გამო არ გვგონია ყველაზე მაგარი, უფრო იმიტომ, რომ ქართულის და საუკეთესოს შერწყმაა. იტალიელებმა კი არა, ბოლომდე ჯერ ჩვენც არ ვიცით, რა მაგარია! ხვიჩა, წარმატებები ნაპოლიში“.
ცნობისთვის, Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება. ქართველი ფეხბურთელი კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ყოველწლიური ანაზღაურება 1.5 მილიონი ევრო იქნება.