რუდი გობერი
Aa
Aa

ორი ხმაურიანი გაცვლა - გობერი მინესოტაში გაუშვეს, ბროგდონი - ბოსტონში

„იუტა ჯაზის“ ფრანგი კალათბურთელი, რუდი გობერი კარიერას „მინესოტა ტიმბერვულვზში“ განაგრძობს. ESPN-ის ინსაიდერის, ედრიან ვოინავორვსკის ინფორმაციით, კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს და მათ შორის გაცვლა რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა.

როგორც გაირკვა, „მინესოტამ“ გობერის სანაცვლოდ მალიკ ბიზლი, პატრიკ ბევერლი, უოკერ კესლერი, ჯარედ ვანდერბილტი და პირველი რაუნდის რამდენიმე პიკი დათმო. მომდევნო სეზონში, „ტიმბერვულვზს“ გობერი-თაუნსი-ედვარდსის ტრიო ეყოლება და დიდი მიზნები ექნება.

„მინესოტასა“ და „იუტას“ შორის განხორციელებულ გაცვლამდე, იყო ტრეიდი, რომელმაც საკალათბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მალკოლმ ბროგდონი „ბოსტონში“ გაუშვა და სანაცვლოდ დანიელ ტაისი, აარონ ნესმიტი და 2023 წლის პირველი რაუნდის პიკი მიიღო.

ტაისი ბითაძის უშუალო კონკურენტი გახლავთ. მას სათამაშო დრო ფაქტობრივად ყველა გუნდში ეძლეოდა, რომლის ღირსებასაც აქამდე იცავდა და მისი დამატება გოგასთვის კარგი ამბავი არაა. თუმცა, სეზონის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ყველაფერი შეიძლება, მოხდეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
26-დან 4 სამქულიანი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
26-დან 4 სამქულიანი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა