ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მარცხი სამ სეტში - ბასილაშვილი უიმბლდონს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი „უიმბლდონს“ გამოეთიშა და 1/16-ფინალში დამარცხდა. „ბასილა“ ნიდერლანდელ მეტოქეს, ტიმ ვან რაიტჰოვენთან სამ სეტში წააგო -  4:6, 3:6, 4:6.

მატჩის სტარტი თანაბარი იყო და ჩოგბურთელები თავიანთ ჩაწოდებაზე შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. საწყისი 8 გეიმიდან მათ 4-4 მოიგეს და პირველი პარტიის გადამწყვეტი მომენტი სწორედ 4:4-ზე დადგა. „ბასილამ“ საკუთარი ჩაწოდება დათმო და ნიდერლანდელს საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია.

მეორე სეტი რაიტჰოვენის უპირატესობით დაიწყო. იგი 5:1 დაწინაურდა და მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილმა ზედიზედ ორი გეიმი მოიგო, პარტიაში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა და 3:6 დამარცხდა. მესამე სეტს მეორის მსგავსი სტარტი ჰქონდა. ნიდერლანდელი 2:0 დაწინაურდა, თუმცა ბასილაშვილმა წონასწორობა აღადგინა. 4:5-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარი ჩაწოდება დათმო და სამწუხაროდ, უკუბრეიკის შესრულება ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ „უიმბლდონის“ პირველ წრეში ბასილაშვილმა როსოლი 3:2 დაამარცხა. შემდეგ იგი ფრანგ ჰალისს დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. ნიკას დღევანდელ შეხვედრაში რომ მოეგო, მისი მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით, ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ინსინიეს დღეიდან შეცვლის" - იტალიური გამოცემა ხვიჩაზე