2023 წლის ივნისამდე - ზარანდიამ კორონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა ზარანდიამ კელცეს „კორონასთან“ ხელშეკრულება გაახანგრძლივა. პოლონურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს აუწყა, რომ ზარანდია „კორონას“ რიგებში 2023 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
„ლუკა ზარანდია კორონაში უფრო დიდი ხნით დარჩება. ლუკა, მოხარული ვართ, რომ გუნდში რჩები და გისურვებთ, რომ წითელ-ყვითელ მაისურში ბედნიერი იყო“, - ნათქვამია „კორონას“ განცხადებაში.
✍️ ???????????????? ???????????????????????????????? ???????? ????ł????????̇???????? ???? ????????????????????????????!
— Korona Kielce (@Korona_Kielce) June 30, 2022
Więcej ???? https://t.co/QRiNT1sIxJ pic.twitter.com/lbD3jmJJcY
შეგახსენებთ, რომ ზარანდიამ კარიერის საუკეთესო პერიოდი „არკაში გაატარა (2017-19), შემდეგ კი მილიონი ევროს სანაცვლოდ ბელგიურ „ზულტე ვარეგემში“ გადაბარგდა, თუმცა მთავარ მწვრთნელთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდა, შემდეგ კი მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც თითქმის წელიწადნახევარი გაუცდა. გარდა ამისა, გასულ ზაფხულში კორონავირუსი მძიმე ფორმაში გადაიტანა. მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში კარიერა კელცეს „კორონას“ დაუკავშირა, რომლის მაისურით 8 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.
ცნობისთვის, „კორონა“ პოლონეთის ექსტრაკლასაში დაბრუნდა და მომდევნო სეზონში ქართველი ფეხბურთელის გუნდს პოლონეთის უმაღლეს დივიზიონში ვიხილავთ.