ვიტინია
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმება გაიარა - ვიტინია პარი სენ-ჟერმენში გადადის

„პარი სენ-ჟერმენმა“ ნახევარდაცვის ხაზის გასაძლიერებლად პირველი ნაბიჯი გადადგა. იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარიზულმა გრანდმა „პორტუს“ ფეხბურთელი, ვიტინია გადაიბირა.

რომანოს ცნობით, ვიტინია უკვე რამდენიმე საათია, პარიზში იმყოფება. მან კლუბთან სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას. „პარი სენ-ჟერმენს“ მისი შეძენა 40 მილიონი ევრო დაუჯდება და მასთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.

საინტერესოა, რომ ვიტინიას გადაბირება პსჟ-ს საფეხბურთო მრჩევლის, ლუიშ კამპუშის პრიორიტეტი გახლავთ. იგი თვლის, რომ პორტუგალიელი ნახევარმცველი გუნდს ჩინებულად მოერგება და შემადგენლობას გააძლიერებს. მისი აზრით, ვიტინია არის უმაღლესი დონის მოთამაშე, რომელიც „პარი სენ-ჟერმენს“ აწმყოში და მომავალშიც დაეხმარება.

ცნობისთვის, ვიტინია გასულ სეზონში „პორტუს“ ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. „დრაკონების“ მაისურით მან 47 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. მისით „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ინტერესდებოდნენ, მაგრამ პარიზელებმა კონკურენტებს აჯობეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილანი ნეიმარის შეძენას გეგმავს
მილანი ნეიმარის შეძენას გეგმავს