ერნესტო ვალვერდე, ატლეტიკ ბილბაო
Aa
Aa

ერნესტო ვალვერდე ბილბაოს ატლეტიკში დაბრუნდა

ერნესტო ვალვერდე ბილბაოს ატლეტიკის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ბასკურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

58 წლის სპეციალისტი „ატლეტიკის“ მთავარ მწვრთნელად კარიერის განმავლობაში მესამედ იმუშავებს. ვალვერდე ბასკურ კლუბს პირველად 2001-2005 წლებში წვრთნიდა, მეორე ვადით კი 2013-2017 წლებში მუშაობდა. მილი ბოლო კლუბი კატალონიის „ბარსელონა“ იყო, რომელიც 2020 წელს დატოვა, მანამდე კი „ოლიმპიაკოსში“, „ვილიარეალში“, „ვალენსიაში“ და „ესპანიოლში“ მუშაობდა.

კლუბსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. „სან მამესზე“ ვალვერდეს პრეზენტაცია დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზეა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები