შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია
Aa
Aa

„გვჯერა შენი და გგულშემატკივრობთ“ - შოთა არველაძე ქეცბაიას

ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, რომ თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურადაც დაადასტურა.

კვიპროსის ეროვნულ გუნდში 54 წლის სპეციალისტის დანიშვნას სოციალურ ქსელში შოთა არველაძე გამოეხმაურა და ქეცბაიას ახალ პოსტზე წარმატებები უსურვა:

„ქეცბა გილოცავ! ძალიან გამახარე და აბა შენ იცი, წარმატებები კვიპროსის ნაკრებთან ერთად! გვჯერა შენი და გგულშემატკივრობთ!“ - წერს არველაძე.

აქვე გეტყვით, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, თემურ ქეცბაია გუნდს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები