თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თემურ ქეცბაია გუნდს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე უხელმძღვანელებს.
54 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 2004 წელს ანორთოსისში დაიწყო და კლუბში მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა. 2008 წელს ის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და გუნდი პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. 2009-14 წლებში ქეცბაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა. ასევე, ის „ოლიმპიაკოსში“, ათენის აეკ-სა და რუსულ ორენბრუკში მუშაობდა.
2019 წელს ქართველი სპეციალისტი „ანორთოსისში“ დაბრუნდა და გუნდში 2022 წლის მაისამდე მუშაობდა.