კალათბურთელთა ნაკრები, ვიქტორ სანიკიძე
Aa
Aa

კალათბურთელთა ნაკრებმა რიგაში პირველად ივარჯიშა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. ვინაიდან, გუნდი რიგაში გუშინ ჩაფრინდა, ილიას ზუროსმა კალათბურთელები მსუბუქად ავარჯიშა.

ბერძენი სპეციალისტის განკარგულებაში 13 კალათბურთელია, მათ შორის არიან გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია და „ინდიანა პეისერსის“ ცენტრი, გოგა ბითაძე.

ვიქტორ სანიკიძე - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში უკრაინას დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ, საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები