გია გეგუჩაძე, გიორგი ჭიაბრიშვილი
Aa
Aa

''მინდა, ხვიჩას გზა დავულოცო'' - გეგუჩაძისა და ჭიაბრიშვილის შეფასებები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგ ტურში ბათუმის ''დინამომ'' შინ თბილისის ''დინამო'' 4:1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან პირველ ტაიმში ფლამარიონმა, ალთუნაშვილმა და ტეიდმა გაიტანეს. შესვენების შემდეგ დავით სხირტლაძემ ანგარიში შეამცირა. მატჩის საბოლოო ანგარიში ზურიკო დავითაშვილმა დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ბათუმის ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გუნდიდან წასულ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. გამოცდილმა სპეციალისტმა ქართველ ტალანტს წარმატებები უსურვა.

გია გეგუჩაძე: ''მინდა, ხვიჩა კვარაცხელიას გზა დავულოცო, ვუსურვო წარმატებები, მრავალი გამარჯვება პირადად და გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც მოუწევს ასპარეზობა შემდგომში.

რაც შეეხება თამაშს, ამ ტრიბუნების წინ ამდენი ქომაგის თვალწინ უფლება არ გვქონდა, რომ ცუდი თამაში გვეჩვენებინა. ვფიქრობ, სანახაობრივი თამაში გამოგვივიდა''.

თბილისის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი:

''დღეს ესეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ბათუმის ''დინამო'' ჩვენზე ყველა კომპონენტში ძლიერი იყო, რაც პირველი შეხედვით ჩანდა. გავაანალიზებთ ნელ-ნელა და ვნახავთ, რა არის, როგორ არის...

ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რომ ამ თამაშზე ბევრი ვიფიქროთ. ამ თამაშმა ჩაიარა. უკვე მნიშვნელოვანია მეორე თამაში. ძალიან კარგი ატმოსფეროა, ამ ფაქტორმაც იქონია გავლენა. ნელ-ნელა ასეთ გარემოში თამაშს ჩვენც მივეჩვევით''.

რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, ამ გამარჯვების შედეგად გეგუჩაძის გუნდს 20 მატჩის შემდეგ 47 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ თბილისის „დინამოს“ 9 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლამაზი გარემო და 5-გოლიანი მატჩი - ბათუმის დინამომ თბილისის დინამო დაამარცხა
ლამაზი გარემო და 5-გოლიანი მატჩი - ბათუმის დინამომ თბილისის დინამო დაამარცხა