ბარსელონა, ატლეტიკო
Aa
Aa

ბარსელონაში არ დაბრუნდება - გრიზმანი მომავალ სეზონში ისევ ატლეტიკოში ითამაშებს

როგორც მოგეხსენებათ, ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოში“ იჯარის წესით დაბრუნდა და იყო საუბრები, რომ შესაძლოა ფრანგი ვარსკვლავი კვლავ ბარსას რიგებში გვენახა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ესპანური MARCA ახალ ინფორმაციას ავრცელებს. „ატლეტიკომ“ აამოქმედა კონტრაქტის პუნქტი, რომლის მიხედვითაც გრიზმანი „როხიბლანკოში“ კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.

ხელშეკრულებაში არსებობს კიდევ ერთი პუნქტი. შემდეგ სეზონში, 31 წლის ფეხბურთელი თუ შეხვედრების 50%-ში მიიღებს მონაწილეობას, „ატლეტიკო“ ვალდებული იქნება, რომ ის გამოისყიდოს. სატრანსფერო ღირებულება კი 40 მილიონი ევროა. სავარაუდოა, რომ მადრიდული კლუბი გრიზმანს ოფიციალურად გამოისყიდის, რადგან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი სიმეონეს ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია და შეტევას სწორედ მასზე აგებს.

შეგახსენებთ, რომ ანტუანი კატალონიურ გრანდს 2019 წელს სწორედ „ატლეტიკოდან“ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და კარიერის გაგრძელება კვლავ „როხიბლანკოში“ არჩია.

ცნობისთვის, გასულ სეზონში 31 წლის ფრანგმა მადრიდის „ატლეტიკოს“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 39-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფელიში პრემიერ ლიგაში? - გუარდიოლას პორტუგალიელის დამატება სურს
ფელიში პრემიერ ლიგაში? - გუარდიოლას პორტუგალიელის დამატება სურს