ჰიონესი: "ბაიერნი საუკეთესო ფეხბურთელის გაშვებას არ დაუშვებს"
რობერტ ლევანდოვსკის მომავალთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილა. „ბაიერნის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ული ჰიონესი საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს და ამით „ბარსელონას“ ქომაგებს იმედს უკარგავს.
რა თქვა ჰიონესმა?
„ლევანდოვსკის „ბაიერნის“ კარის გაჯახუნება და „ბარსელონაში“ გადასვლა სურს, თუმცა მან უნდა გაითვალისწინოს, რომ კლუბთან კიდევ 1-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ტრანსფერისთვის თანხმობა სჭირდება. „ბაიერნი“ კი თავისი საუკეთესო ფეხბურთელის გაშვებას არ დაუშვებს.“
ამ საკითხთან დაკავშირებით ოლივერ კანს შედარებით რბილი პოზიცია აქვს და მოლაპარაკებისთვის მზად არის, თუმცა გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. რამდენად სრულფასოვნად მოხდება პოლონელის ჩანაცვლება და რეალურად არის თუ არა სატრანსფერო ბაზარზე ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ლევანდოვსკის წასვლით დატოვებულ სიცარიელეს შეავსებს.
„ბაიერნის“ შიდა სამზარეულოში რა ხდება ახლა არ ვიცი, მაგრამ, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი კლუბი მის გაშვებას არ აპირებს. „ბარსელონას“ კი ახალი შეთავაზების გადარჩენა შეუძლია. ამას აზრი არ აქვს.. ვიმეორებ, გუნდში თვლიან, რომ რობერტმა კონტრაქტი ბოლომდე უნდა შეასრულოს“
- განაცხადა ჰიონესმა
შეგახსენებთ, რომ კატალონიის „ბარსელონა“ 33 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს და თავად ფეხბურთელი გუნდის შეცვლისთვის მზად არის, მაგრამ „რეკორდმაისტერში“ სხვანაირად ფიქრობენ.
ასევე გეტყვით, ბუნდესლიგის უკანასკნელი ტურის შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკი „ალაინც არენაზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს დაემშვიდობა.