მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაშია - ჩაკვეტაძე სლოვანში ითამაშებს
გიორგი ჩაკვეტაძე „ჰამბურგმა“ არ დაიტოვა, ხოლო თავად ფეხბურთელს „გენტში“ დარჩენა არ სურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ტალანტის გადაბირება თბილისის „დინამოს“ სურდა, მაგრამ მოლაპარაკება არ შედგა.
CrystalSport-ის ინფორმაციით, „ჩაკვე“ მომავალი სეზონიდან ბრატისლავას „სლოვანში“ ითამაშებს. ჩვენი ინფორმაციით, მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ტრანსფერი სულ მალე ოფიციალურად გამოცხადდება.“
შეგახსენებთ, რომ „სლოვანს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, სადაც კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობს.
ასევე გეტყვით, „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ შეხვდება და დიდი შანსია, რომ ჩაკვეტაძემ ამ დაპირისპირებაში მიიღოს მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველმა გასულ სეზონში „ჰამბურგის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 12-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.